სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მღვდლები და ნარკომანები კობა ხაბაზის ცემას ცდილობდნენ?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი შეკითხვებს მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის სამმართველოში 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხობდა.

ამის შესახებ მან დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ხაბაზის ინფორმაციით, გამომძიებლები რამდენიმე დეტალით დაინტერესდნენ, თუმცა ამ დეტალების დაკონკრეტებისაგან უმცირესობის წევრმა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავა.

ოფიციალური ინფორმაციის პარალელურად ხაბაზის დაკითხვის სხვა არაოფიციალური დეტალები გავრცელდა გუშინ საღამოს ფეისბუქზე.

„ყურადღება მეგობრებო!!!

ამ წუთას მოვედი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც დღეს მთელი დღე ველოდებოდი დაკითხვაზე შესულ კობა ხაბაზს. 4 ბიჭი ვიყავით და ველოდებოდით. დაახლოებით ერთი საათის წინ სამმართველოსთან მოვიდა სამი მანქანა. ერთი იყო ჯიპი თუ არ ვცდები მიცუბიშის მარკის, ლურჯი ფერის, ნაკლეიკებიანი. სახელმწიფო ნომრით

WDW-299, მეორე ვერცხლისფერი ოპელი, მგონი ასტრა, სახ. ნომრით JBA-004, ხოლო მესამე ასევე ოპელი, ლურჯი ფერის ფურგუნის ტიპის, ნომერი არ მახსოვს. აღნიშნული მანქანებიდან გადმოვიდა ორი მღვდელი, გამოწყობილი კაბებში და ჯვრებით კისერზე. მათ თან ახლდათ თორმეტამდე ადამიანი რომლებიც ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა რომ იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ! ისინი მოძრაობდნენ სამმართველოს ტერიტორიაზე, ერთმანეთსი საუბრობდნენ და მოთმინებით ელოდნენ რაღაცას. იქვე იყვნენ ჟურნალისტები რომლებიც ხაბაზის გამოსვლას ელოდებოდნენ.

საყურადღებოა შმედეგი მოვლენები: მანამ სანამ ბატონი კობა გამოვიდოდა შენობიდან უცებ ჩემს მიერ ხსენებული პირები რომლებიც მამაოებს ახლდნენ ერთიანად მიცვივდნენ შენობის შესასვლელ კარებს, შემდეგ უკან გამოიწიეს და ჟურნალისტების კამერებს ამოეფარნენ. ერთმანეთში საუბრობდნენ კამერები რომ წაველენ მერე დავცხოთო. ამ დროს კი მამაო გადდმოსული იყო მაქნანიდან, შორი ახლოს იდგა და იქედან აძლევდა ბრძანებებს. ერთ ერთმა მამაოს უთხრა ეგაა ეგ, გამოვიდა ინტერვიუს აძლევსო. ვციტირებ მამაოს სიტყვებს: " ო მაგის დედას შევეცი, მიდით დალეწეთ." მერე ამავე მამაომ გასძახა კამერებს მოერიდეთო. და ბოლოს კიდევ ერთხელ შეიგინა "ამათ დედა უნდა მოუტყნათ სადაც ვნახავთო" (ღმერთს გეფიცებით სიტყვა სიტყვით ვწერ რაც მოვისმინე). ასევე მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე რომ იმ ადამიანებს შორის იყვნენ ის პირები რომლებიც გუშნწინდელ მოვლენებში კამერებზე არიან აღბეჭდილნი. ისინი ვინც ურტყამდნენ რატიანს და სხვა ჩვენგანს. ასევე მინდა ყურადღბა გავამახვილო პოლიციის ქმედებაზე. ზუსტად ორი წუთით ადრე სანამ კობა გამოვიდოდა შენობიდან, შენობაში მყოფი პოლიციელები ერთმანეთის მიყოლებით გამოცვივდნენ და სადღაც გაუჩინარდნენ. დარჩა მხოლოდ მორიგე. მათი გამოსვლა და მამაოს შანტრაბის მისვლა ერთი იყო. ერთ ერთი ჩვენგანი მას შმედეგ რაც გავიგეთ ამ ნაბიჭვრების განზრახვის შესახებ, შევიდა პოლიციაში და გამოიყვანა მორიგე, რომელსაც უთხრა რომ აქ რაღაც ინციდენტი შეიძლება მოხდესო.

ბატონი კობას ინტერვიუს დასრულებისთნავე ერთი მათგანი ეუბნებოდა მეორეს პირველი მე მივალ უნდა ვატაკოო. საბედნიეროდ ოპერატორები კობას გამოყვნენ მანქანამდე კადრების აღების მიზნით, რამაც ხელი შეუშალა იმ ახვრებს განზრახვის სისრულეში მოყვანაში. ბატონი კობა ჩავისვით და იქაურობას გავერიდეთ.

ისეთი სიტუაცია იყო რომ ჯურნალისტებმაც კი არ იცოდნენ როდის გამოვიდოდა კობა შენობიდან, მთელი დღე ყველა გამომსვლელს დასდევდნენ, სამაგიეროდ მამაოების შანტრაბამ ზუსტად იცოდა როდის გამოვიდოდა კობა და ზუსტად მაშინ მიცვივდნენ შესასვლელთან როდესაც იგი ჩამოდიოდა სართულიდან.(არ ჩანდა რომ გამოდიოდა). ასევე კარგად დავაკვირდი სიტუაციას და შევნიშნე რომ ეს განგრეულ კაიფში მყოფი პირები ამ ორ მამაოსთან ერთად შესულები იყვნენ პოლიციის შენობაში სულ ტავიდან როცა ისინი მოვიდნენ. იქ ვიღაც ჩინოსან პოლიციელს ელაპარაკებოდნენ. მერე ერთ ერთი ამათგანი ისევ შევიდა პოლიციაში და იქ თავისუფლად დანავარდობდა. თვალს ვადევნებდი და ხან ერთ სართულზე ვხედავდი ხან მეორეზე, და არა მარტო დადიოდა არამედ ესაუბრებოდა ძმაკაცური ჟესტებით ფორმიან და უფორმო პოლიციელებს რომლებიც შენობაში იყვნენ. როგორც ნაცნობი პოლიციელისგან გავარკვიე აღნიშნულ სამმართველოში მისული იყო და მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, მოადგილეები და ვიღაც შეფები სამინისტროდან.

დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია მეგობრებო!!!“ - წერს ირაკლი ჩხვირკია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100