facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობით საქართველო რეგიონში პირველია
საქართველოში სოციალური ქსელის "ფეისბუქის" მომხმარებელთა რაოდენობამ ახალ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გამოცემა The Financial-ის ინფორმაციით, საქართველოში "ფეისბუქის" 757 460 მომხმარებელი და ზოგადად, 1,4 მლნ ინტერნეტმომხმარებელია.
ამ მაჩვენებლებით საქართველო კავკასიის რეგიონში ლიდერობს.
ინტერნეტის ხარისხისა და ინტერ-რესურსების მოხმარების შესახებ კვლევას აქვეყნებს ამერიკული კომპანია Ookla. მისი მონაცემებით, საქართველოში "ფეისბუქის" მომხმარებელთა მაღალ მაჩვენებელს ინტერნეტმომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა განაპირობებს. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიაში სხვა პარამეტრებითაც ლიდერობს.
გადმოტვირთვის სიჩქარე ჩვენს ქვეყანაში წამში 7.20 მეგაბაიტია, როცა აზერბაიჯანისა და სომხეთში სიჩქარე 2,89 და 1,86 მეგაბაიტს არ აღემატება. რაც შეეხება ინტერნეტში მასალის ატვირთვის სიჩქარეს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 3,75 მეგაბაიტია, კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებში კი 1,86.
კომენტარი