ამერიკელმა მეცნიერებმა სამყაროს აღსასრული გადმოსწიეს: 27.09.2011
ამერიკელმა მეცნიერებმა პლანეტა დედამიწისთვის ეკოლოგიური „მოუსავლეთის დღე“ გამოითვალეს. ორგანიზაცია Global Footprint Network-ის მონაცემებით, დედამიწისთვის შავი დღე 27 სექტემბერს დადგება. ამ დღეს დედამიწელები საბოლოოდ ამოწურავენ პლანეტის მთელ რესურსს - ხოლო ბუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის თვისებების აღდგენას ვეღარ შეძლებს.
დამდეგ ,,შავ სამშაბათს“ ამერიკელმა მეცნიერებმა „მოუსავლეთის დღე“ (Earth Overshoot Day) უწოდეს. მეცნიერები გამოთვლების შედეგამდე ასე მივიდნენ: მსოფლიო ბიორესურსების რიცხვი გაყვეს ეკოლოგიურ ღონისძიებებზე და მიღებული შედეგი 365 დღეზე გაამრავლეს. ამერიკელების დასკვნის მიხედვით, ბოლო 10 თვის განმავლობაში დედამიწელებმა გამოიყენეს იმდენი საკვები რესურსი (რომ არაფერი ვთქვათ წყალსა და ჰაერზე), რომ ერთი წლით წინ გაუსწრეს მოვლენებს. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანებს 2012 წელს (თუ მაინც დადგაო – გვაშინებენ ამერიკელი მეცნიერები), საკვები არ გვექნება. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ უკვე მოასწრო აღნიშნული აღმოჩენისათვის ,,ეკოლოგიური აპოკალიფსი“ ეწოდებინა და მსოფლიოსთვის ეცნობებინა, რომ სამყაროს დასასრული არა თუ 2012 წლის დეკემბერს, არამედ გაცილებით ადრე დადგება.
სინამდვილეში, იმავე Global Footprint Network-ის სპეციალისტების თქმით, კაცობრიობამ ,,კრიტიკული ბარიერი“ 1970 წელს გაიარა, მას შემდეგ კი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.
ამერიკელების დასკვნა ,,მოუსავლეთის დღის“ შესახებ, გაეროს მოხსენების პარალელურად გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი შიმშილობს.
კომენტარი