სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაჯრაიანა – ბუდიზმის ტანტრული მიმართულება

ვაჯრაიანა ბუდიზმის ტანტრული მიმართულებაა, წარმოიშვა მაჰაიანას გარემოცვაში ახ. წ. V საუკუნეში. ალბათ, ვაჯრაიანას საფუძვლებში დევს ინდური ტანტრიზმი, თუმცა ბევრი თანამედროვე მკვლევარი ამ მოსაზრებას უარყოფს, ბუდისტურ ტანტრიზმს დამოუკიდებლად განვითარებად მიმდინარეობად გამოყოფენ. ვაჯრაიანა გავრცელებულია ტიბეტში, ნეპალში, მონღოლეთში, რუსეთში, ბჰუტანსა და იაპონიაში (შინგონის სკოლა).

მე-8 საუკუნის დასაწყისიდან, ვაჯრაიანაში სხვადასხვა ბუდისტურმა სკოლებმა დაიწყეს გამოყოფა: ნიინგმა, კაგიუ, კარმაპა, დუგპა, საკია, კადამპა, გელუგპა. კადამპას გარდა, ყველა ეს სკოლა დღემდე შემორჩა.

ასევე ჰქვია ტანტრული ბუდიზმი, ტანტრაიანა (ტანტრის ბორბალი), მანტრაიანა (მანტრის ბორბალი), ფალაიანა (შედეგის ბორბალი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100