„ნასას“ ამბიციური პროექტი: ასტრონავტების გაშვება მარსზე
ამერიკელი ასტრონავტების წინაშე ახალი გამოწვევა – მარსზე გაფრენა დადგა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ორბიტაზე შატლ „ატლანტისის“ გაშვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს სტარტი, Space Shuttle–ის პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელ გაფრენად ითვლება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, კოსმოსის კვლევის და ათვისების ერა არასდროს დასრულდება“ – განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა. ის საზოგადოებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროგრესის მისაღწევად მხარდაჭერას, განათლების, ინოვაციების და ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას დაპირდა. თეთრი სახლის მეთაურმა გაამხილა, რომ მან „ნასას“ წინაშე ახალი, ამბიციური ამოცანა დასახა: კოსმოსის კვლევის ახალი გზების ძიების ფარგლებში, ამერიკელების მარსზე გაგზავნა.
შატლმა „ატლანტისმა“, ეკიპაჟთან ერთად, რომელიც ოთხი წევრისაგან შედგება, წარმატებით აიღო სტარტი კანავერალის კოსმოდრომიდან. ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი და მისი ადმინისტრაცია „ნასას“ პროექტებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, რის გამოც ოპონენტების კრიტიკაც კი დაიმსახურა. დღეს, ბარაკ ობამა, როგორც ჩანს, ძველი ადმინისტრაციის კვალზე სიარულს და გრანდიოზული კოსმოსური პროექტების თანადგომას თავადაც გეგმავს.
კომენტარი