სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამყაროს ახალი, 3D რუკა

მეცნიერთა ერთმა ნაწილმა მსოფლიოში პირველი გალაქტიკების ცენტრში, დედამიწიდან მილიარდობით სინათლის წლით დაშორებული 14 000 კვაზარის სინათლის გამოყენებით სამყაროს 3D-რუკა შექმნა.

“კვაზარები სამყაროს ყველაზე კაშკაშა ობიექტებია, რომლებსაც ჩვენ მოსახერხებელი მინათების სახით ვიყენებთ წყალბადის გაზის გავრცელების შესასწავლად, რომელიც ჩვენსა და მათ შორის სამყაროს ავსებს”, – ამბობს ბრუკჰეივენის ნაციონალური ლაბორატორიის (აშშ) ერთ-ერთი მკვლევარი ანჟე სლოსლარი.

“საოცარია, რომ ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ სამყარო იმდენად შორს, რამდენადაც გვსურს”, – დასძინა მან. როგორც კი კვლევები დასრულდება, შესაძლებელი იქნება შეფასდეს, რამდენად სწრაფად გაფართოვდა სამყარო უკანასკნელი 11 მლრდ წლის განმავლობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100