ქუთაისში ტაქსისტის მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს
შინაგან
საქმეთა სამინისტროს
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1981 წელს დაბადებული
ზაზა ჯ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე
წლის 7 ნოემბერს ქუთაისში, ჭახათის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტაქსის მძღოლს, 1954 წელს დაბადებულ ივანე რ-ს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ივანე რ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე საათში ავტომობილში აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ზაზა ჯ. ქუთაისში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით.
კომენტარი