სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე მიულოცა ნანუკა ჟორჟოლიანს დაბადების დღე შვილმა

ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს იუბილარია, შვილმა მარიამ გეგუჩაძემ მას ფეისბუქზე გულისამაჩუყებელი პოსტი დაუწერა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„საერთოდ საიდან უნდა დავიწყო, ან როგორ მოვრჩე ამ ყველაფრის ახსნას ნამდვილად არ ვიცი, იმის ახსნას არც ვცდილობ როგორ მიყვარხარ, მაინც სუ დამაკლდება სიტყვები რო ზუსტად გადმოვცე ყველაფერი. იმის გარდა რო სიცოცხლე მაჩუკე რისთვისაც მადლობა მგონი არც მომიხდია არასდროს და ეხა გიხდი, თითოეული ბედნიერება და სიხარული რაც ჩემ ცხოვრებაშია შენ გიკავშირდება და შენი დამსახურებაა. მე მჯერა, რომ განსაკუთრებული ხარ, სინათლე ხარ და ბედნიერებას და სიკეთეს ასხივებ, მაგიტომაა შენგან შორს რო ვერ მიდის ვერავინ. ჩემი მაგალითი ხარ და ჩემთვის მთავარი მისაბაძი ადამიანი ხარ, თუმცა ამ დროს იმ რეალობასაც ვაცნობიერებ რო მე შენამდე ალბათ ვერ მოვალ ვერასდროს. გილოცავ დე დაბადების დღეს, და იმ ყველაფერს გისურვებ რასაც შენ ნამდვილად იმსახურებ შენი თვისებების და საქციელების გამო, ყველაფერს საუკეთესოს და ბეევრ ბედნიერებას და სიხარულს. ასევე ძალიან გრძელ და ჯანმრთელ სიცოცხლეს იმიტო რო მე შენ გარეშე 1 ცამიც ვერ გავძლებ“ - წერს მარიამი

„იმდენი ვიტირე გული ამიჩქარდა, რა იყო ეხლა ეს?“ - წერს ნანუკა შვილის პოსტის კომენტარებში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100