მოზარდი, რომელსაც გორგასლის ქუჩაზე სატვირთო დაეჯახა, გარდაიცვალა
15 წლამდე მოზარდი, რომელსაც გორგასლის ქუჩაზე სატვირთო დაეჯახა, გარდაიცვალა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ გაჩერებული ტრაილერი მოულოდნელად დაგორდა და მოზარდი მოიყოლა.
უბედური შემთხვევა თბილისში გორგასლის 41 ნომერში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
კომენტარი