"სულ ეგონა რომ ცუდი იყო და კარგი არ იყო, ჩემი ლევანი მოგვიკლეს, ჩემი ლომი მომიკლეს"
"როგორ გავჩერდე და როგორ აღარ ვიტირო? ჩემი ლევანი მოგვიკლეს. ჩემი ლომი მომიკლეს. სულ რომ ცუდი ყოფილიყო, ჩემი ლევანა იმდენად ჩემი იყო, როგორ შეველიო? და მერე როგორი იყო?საუკეთესო. ყველაფერში.
ჩემი ანგელოზი ახლა იქიდან მიყურებს და გვიცავს.ჩემ ლევანის თავის სიხარულზე მეტად სხვისი აბედნიერებდა. თავის წუხილზე მეტად სხვისი სწყინდა. ჩემს დაღვრემილ სახეს ვერ იტანდა. ახლა რა ვქნა?თითოეული ნაბიჯის გადადგმისას იმას კი არ ფიქრობდა არავის ვავნოო, იმას ფიქრობდა - ეს ვინმესთვის ხო კარგი იქნებოდა. მისი ნებისმიერი ქცევა არაფრის დაშავება კი არა ჩვეულებრივი მადლი იყო.
როგორ აღარ ვიტირო მე ჩემი ლევანი რომ აღარ ჩამეხუტება? აღარც გამიღიმებს და აღარც მის თვალებს დავინახავ იდესმე. სულ ეგონა რომ ცუდი იყო და კარგი არ იყო. ვერ შევასმინე რომ მისნაირი არავინ დადიოდა. სულ ვეუბნებოდი და არ სჯეროდა. ამაშიც გამორჩეული იყო და იმიტომ. იყო ნომერი პირველი და იყო ყველაზე თავმდაბალი.
ყველასთვის გათენდება ოთხშაბათი დღე, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ლევანის გარეშე მე ვერც ერთ ღამეს გავათენებ, თვითონ გათენდებიან და ოდესმე ალბათ მეც გავიგებ. ლევანის გარეშე მზე არ ამოვა! არაფერი მინდა მისგან, უბრალოდ სახე მანახეთ ვინ მომიკლა ლევანი?! იმ დიდ თვალებს რომ შეხედა, როგორ გაინძრა საერთოდ? ჩვენი ლევანი და დათო ნათელში იქნებიან ახლა იქიდან დაგვიფარავენ.
ეს მე გუშინ დავწერე. დღეს მივხვდი, ლევანი არ უნდა ვიტიროთ! ღმერთმა ლევანი გადაარჩინა. სირცხვილი იყო აქ რომ ცხოვრობდა. ანგელოზები დედამიწაზე არ დადიან. მაგისნაირი ასეთ სიბინძურეში საცოდაობა იყო. ლევანი სატირალი არცაა. ჩვენ დაგვიფარავს ლევანა.
აღარ თქვათ - არ შემიძლიაო! ერთი რამ არ შეგვიძლია მხოლოდ, ცუდად ყოფნა. ჩემი ლევანი დაიტანჯება ჩვენ თუ ვიგლოვებთ. არ იტიროთ, რა. გთხოვთ! გაიღიმეთ და გაახარეთ ლევანა. არ უყვარდა სხვისი ცრემლი. მერე თვითონ ერთი ათად იტანჯებოდა. ხოდა ახლა ჩემი ლევანიკო გამიხარეთ. თავს ზემოთ ძალა არ არისო ნათქვამია. არის ძალა! ადამიანის ძალა შეუცნობელია, ისევე როგორც გზები უფლისა.
სულ ვეკითხებოდი ასეთი კარგი აქ რანაირად ხარ-მეთქი. ალბათ, ანგელოზობას აპირებდა თავიდანვე. უბრალოდ ვერ ხვდებოდა" - წერს გარდაცვლილი მოზარდის მეგობარი.
კომენტარი