სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილის დაკავების პოლიტიკური მოტივები

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ეხმაურება. საკუთარი პოზიცია მან droni.ge-სთან სატელეფონო საუბრისას დააფქსირა.

ნიკა ჩიტაძე: მერაბიშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა. მოგეხსენებათ დიდი შანსია მერაბიშვილმა ნაციონალების პრაიმერში გაიმარჯვოს. და იმის გათვალისწინებით, რომ ვანო მერაბიშვილი გახლავთ ძლიერი და გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი, კარგი მენეჯერი ბატონ პრემიერს არ აწყობდა მსგავსი საპრეზიდენტო კანდიდატი.

მერაბიშვილის დაკავება საქართველოს საფრთხეს უქმნის იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც, ამ ფაქტს მოყვება მკაცრი შეფასება და კრიტიკა დასავლეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპას კიდევ ერთი ნაბიჯით დავშორდებით.

გაიხსენეთ უკრაინის მაგალითი, როდესაც რამდენიმე წლის წინ, ხელისუფლების შეცვლისთანავე მოხდა იულია ტიმოშენკოს დაკავება, რასაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დ უკრაინის რუსეთისკენ გადახრაც მოყვა.

ჩვენი ხელისუფლება განზრახ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ევროპას დაგვაშოროს.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ვანო მერაბიშვილის მაინცდამაინც ამ პერიოდში დაკავება მიმდინარე წლის 17 მაისის მოვლენებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100