სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთიდან გაქცეული ჟერარ დეპარდიე რუსეთის მოქალაქე გახდა

ფრანგი კინოვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე რუსეთის მოქალაქე გახდა. კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დეპარდიესთვის რუსული პასპორტის მიცემის ბრძანება, თავად პრეზიდენტმა პუტინმა გასცა.

ჟერარ დეპარდიემ სამშობლოს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც ფრანგმა კანონმდებლებმა მსახიობისთვის მიუღებელი კანონი მიიღეს. საუბარია 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ კანონზე, რომლის თანახმადაც ფრანგ მილიონერებს 75%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა ეკისრებათ.

დეპარდიეს გადაწყვეტილებას საფრანგეთის პრემიერი გამოეხმაურა და მსახიობის ნაბიჯს საცოდავი უწოდა. პრემიერის განცხადებას დეპარტიემ საჯარო წერილით უპასუხა

„თქვენ არ გაქვთ ჩემი განსჯის უფლება, რა უფლებით მეძახით საბრალოს? თქვენგან არც შექება მჭირდება, არც სიბრალული, მაგრამ ჩემთან მიმართებაში სიტყვა საცოდავი აღარ ახსენოთ. მე გიბრუნებთ ჩემს პასპორტსა და სოციალურ ბარათს. იცოდეთ, რომ დღეიდან მე და თქვენ საერთო სამშობლო აღარ გვაქვს“-წერს დეპარდიე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100