ე-კოლი ადამიანიდან ადამიანზეც გადადის
გერმანელი ექიმების მიერ ჩატარებული კვლევებების შედეგად დადგინდა, რომ საშიში ნაწლავური ინფექცია "ე-კოლი" შეიძლება ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ჯანდაცვის მინისტრზე დანიელ ბაჰრზე დაყრდნობით ვრცელდება.
მისი თქმით, ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ერთ-ერთ ქალაქში 20 ადამიანი კუჭ-ნაწლავის ინფექციით რესტორნის თანამშრომლისგან დაავადდა. თავად მას კი "ე-კოლი" ინფიცირებული პროდუქტის მიღების შემდეგ "შეხვდა", რის შემდეგაც, ინფექცია რესტორნის კლიენტებს "გადასცა".
დაავადებული ოჯახური წვეულებებისთვის სპეცშეკვეთებს ამზადებდა.
შეგახსენებთ, რომ "ე-კოლისგან" ევროპაში უკვე 50 ადამიანია დაღუპული, ხოლო დაავადებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. "ე-კოლი" ევროპის 12 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
კომენტარი