სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ქალები მშობლების შერჩეული საქმროების დაწუნების გამო დაასახიჩრეს (ფოტო)

ირუმ საიდი ახლა 30 წლისაა, ის 18 წლის ასაკში დაასახიჩრა ბიჭმა, რომელსაც ირუნი ცოლად არ გაყვა. დაწუნებულმა საქმრომ გოგონას სახე შუა ქუჩაში, მჟავით დაუსახიჩრა. მას შემდეგ ირუნმა 25 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ საკუთარი სახე ვერ დაიბრუნა.

35 წლის შაჰრაზ ბივი 10 წლის წინ ოჯახის მიერ დაგეგმილი ქორწინების ჩაშლის შემდეგ, ნათესავმა დაასახიჩრა. მას არცერთი პლასტიკური ოპერაცი არ გაუკეთებია.

კანვალ კაიუმი ახლა 26 წლისაა, ირუნის მსგავსად ისიც დაწუნებულმა საქმრომ დაასახიჩრა მჟავით, სტატიაზე მიბმული ფოტო ინციდენტიდან ერთი წლის შემდეგაა გადაღებული.

16 წლის ნაჯაფ სულთანა გათხოვების ასააკის მიღწევამდე ემსხვერპლა ოჯახურ ძალადობას, 5 წლის ასაკში ის საკუთარმა მამამ ძილში დაწვა, რადგან ოჯახში კიდევ ერთი ქალიშვილი არ უნდოდა. ამ ინციდენტის შემდეგ გოგონა ნათესავემა თავისთან წაიყვანეს, მას უკვე 15 პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა დამწვრობების კვალი მაინც ეტყობა.

26 წლის საირა ლიაქატი 15 წლის ასაკში გათხოვდა, მაგრამ სკოლის დამთავრებამდე მშობლებთან განაგრძობდა ცხოვრებას, ქმარმა მას სახეზე მჟავა გადაასხა და ამ გზით დასაჯა იმის, გამო რომ ცოლის ლოდინი მოუწია. მას შემდეგ საირამ 8 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100