27 ცხედარია, 5 ადამიანი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს - გარდაცვლილებს მეთევზეებმა მიაგნეს
საფრანგეთში, კალეს სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. euronews-ის ცნობით, შემთხვევას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი მიგრანტები თავდაპირველად ადგილობრივმა მეთევზეებმა აღმოაჩინეს. რის შემდეგაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში საფრანგეთის საზღვაო ძალები ჩაერთო.
მაშველებმა ცხედრებთან ერთად წყლიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი 5 მიგრანტი ამოიყვანეს.
კომენტარი