ავტოავარია სანაპიროზე - დაშავებულია სამი ადამიანი
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა სამი ადამიანი და დაზიანდა 6 ავტომობილი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამას სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია
კომენტარი