ძიძა, რომელმაც 10 თვის ბავშვი ცემა, 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
"ძიძა, რომელმაც 10 თვის ბავშვი ცემა, 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. კარგით რა! კარგით!", - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით1956 წელს დაბადებული ე.ს. დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
კომენტარი