სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონსა და მილანში გაატარა სტუდენტობა, დაბრუნდა საქართველოში და გადაირია, რადგან...

ყოფილი ტელეწამყვანი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო და აღმაშფოთებელ ფაქტზე საუბრობს. მის ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ამ ერთი საათის უკან, ჩემი ნათესავი გოგონა, აღშფოთებული და შოკირებული დაბრუნდა სახლში.

ეს ბავშვი ჯერ კარგა ხანს ლონდონში სწავლობდა, შემდეგ კი მილანში. შესაბამისად ალბათ ხვდებით, რომ არასდროს არაფერი გასჭირვებია და ევროპაშიც იქაურ ცხოვრებას შეეჩვია.

ახლა საკუთარი მაღაზიის რემონტითაა დაკავებული და როგორც ახალგაზრდა დიზაინერს შეეფერება თავადვე უშუალო მონაწილეობას იღებს სამუშაოებში. ამიტომაც გაჯით და ცემენტით გათხვრილს მოუწია აფთიაქში წამალზე შესვლა. ჰოდა იქ უთხრეს, მიბრძანდით გოგონა, ჩვენ მათხოვრებს არ ვემსახურებითო.

წარმოიდგინეთ რა გაოცებული და აღშფოთებული გამობრუნდა აფთიაქიდან. არ დავასახელებ აფთიაქს, რადგან მე იქ ყოველვის კარგად მემსახურებიან, მაგრამ მაინტერესებს, ეს ხალხი როდის ისწავლის საერთოდ რაიმეს ???
ევროპა კი არა ჯუნგლებში ვართ ჯერ კიდევ....“ - წერს გამყრელიძე პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100