სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარმანია საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები, პოლონეთის სეიმის წევრი, რისზარდ ტურზანსკი ხელმძღვანელობს.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდნენ. გიორგი პერტაიამ პოლონელ სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკურ სფეროში ევროპასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველია დაბალი გადასახადების და მარტივი ადმინისტრაციული პროცედურების მიხედვით.

პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მისი ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და ქართულ ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით.
„დიდი ხანია ვაკვირდებით საერთაშორისო პროცესებს და საქართველოსადმი ყურადღება და ინტერესი

დღითიდღე იზრდება. ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესს თქვენი ქვეყნისადმი აორმაგებს, რადგან პოლონეთს ევროკავშირის წევრობის ათწლიანი გამოცდილება აქვს“, _ განაცხადა რისზარდ ტურზანსკიმ.

პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა თბილისის მერი პოლონეთში მიიწვია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100