"სიცოცხლე ჟოზეფინასთვის - აი, მთელი ჩემი სიცოცხლის ისტორია“
ჩემო ერთადერთო ჟოზეფინა,
შენგან მოშორებულს
მთელი სამყარო
უდაბნოდ მეჩვენება,
რომელშიც მე
მარტო ვარ....შენ ჩემი
სული დაიპყარი
და უფრო
მეტიც, შენ
ჩემი ერთადერთი
ფიქრი ხარ.
როცა მომბეზრდებიან მოსაწყენი არსებანი, ადამიანები რომ ჰქვიათ, როცა მზად ვარ სიცოცხლე დავწყევლო - ხელს გულზე ვიდებ. იქ შენი ხატება მაქვს, ვუყურებ მას.
სიყვარული
ჩემთვის აბსოლუტური ბედნიერებაა...
რა ჯადოთი შეძელი დაგემორჩილებინა
მთელი ჩემი უნარი და მთელი ჩემი სულიერი ცხოვრება მხოლოდ შენზე შეგეჩერებინა???
სიცოცხლე ჟოზეფინასთვის!!!
აი მთელი ჩემი სიცოცხლის ისტორია!!!
სიკვდილი ისე, რომ შენი სიყვარულით არ დავტკბე, ჯოჯოხეთური წამებაა, ესაა სრული განადგურების ნამდვილი სახე.
ჩემო ერთადერთო მეგობარო, ბედისდაგან რჩეულო, რათა ერთად გავიაროთ ცხოვრების მთელი გზა...იმ დღეს როცა ჩემი აღარ იქნები, სამყარო ჩემთვის მთელს თავის მშვენიერებას დაჰკარგავს!!!!
1796წ 3 აპრილი
ნაპოლეონ ბონაპარტის წერილი, რომელიც მან საკუთარ მეუღლეს ჟოზეფინას მიწერა, ლონდონში, "ქრისთის" აუქციონზე 557 ათას დოლარად გაიყიდა.
ჟოზეფინა
აუქციონის
მესვეურები
დოკუმენტის
50 ათას ფუნტ სტერლინგად გაყიდვას გეგმავდნენ. მაგრამ წერილმა ახალი რეკორდი დაამყარა.
ნაპოლეონის
წერილი გარდაცვლილი შვეიცარიელი იურისტის ალბინ შრამის კოლექციაში იყო დაცული. კოლექციის არსებობის შესახებ იურისტის ახლო ნათესავებმაც არაფერი იცოდნენ.
კომენტარი