სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქმა ელჩებს საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა.

როგორც უწმინდესმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასასრულს ბრძანა, საქართველოს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები აქვს გადასატანი.

"ჩვენ მუდამ ბედნიერი ვიქნებით, თუ ხშირად მობრძანდებით ჩვენთან. ოქტომბერში რთული პერიოდი გვაქვს არჩევნების და თქვენ დახმარებას გთხოვთ", - ბრძანა უწმინდესმა.

ცნობისთვის, შეხვედრაზე, რომელიც საპატრიარქოში შეხვედრა გუშინ შედგა, ლატვიის, ჰოლანდიის, ჩეხეთის, იაპონიის, გერმანიისა და ისრაელის ელჩები ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100