ტერაქტი ფეხბურთელებზე მატჩის წინ - დორტმუნდის "ბორუსიას" ავტობუსში ბომბი აფეთქდა
სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ "ბორუსიას" ავტობუსში სამი მცირე ზომის ბომბი აფეთქდა. მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ ფრანგულ მონაკოს უნდა დაპირისპირებოდა სახლში, თუმცა მატჩი გადაიდო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და პოლიცია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი