"ვაქცინას არანაირი კავშირი არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან" - მეუფე საბა
ეპისკოპოსი საბა ინწკირველი აცხადებს, რომ იმუნიზაცია რელიგიური საკითხი არ არის და ვაქცინას საერთო არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან.
"ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, რელიგიურ საკითხად განიხილავენ ვაქცინას, ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან და ალბათ დეზინფორმაციული ცნობებიდან გამომდინარე ფიქრობენ სხვაგვარად.
ექიმების ნაწილი, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგი არიან, ისინიც გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე.
ვალდებულნი ვართ, ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება არის ერთი, რომ ეს არ არის რელიგიური საკითხი და ვაქცინას არანაირი კავშირი არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან, არამედ ის გვიცავს კოვიდ ინფექციისაგან და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში", - განაცხადა მეუფე საბამ "tv პირველის" ეთერში.
კომენტარი