"სრულიად ლოგიკურად შეიძლება გეწოდოთ *ლისთაყვანისცმემლები, ან *ლის გიჟები, გრცხვენოდეთ"
დრონი.ჯი გურამ შეროზიახ ახალ ბლოგ-პოსტს გთავაზობთ:
"ცალკე იდიოტებად არიან გამოსაყოფი ის მშობლები, სამი გოგო შვილი რომ ჰყავთ და ერთი ვაჟი, ჰოდა მთელი ორი სახლი და სამი მანქანა ამ ბიჭს ეკუთვნის.
რატომ?
იმიტომ, რომ ქალი ქმარს ჩაბარდება და ბიჭია მათი პატრონი. რომ ყველაფერი ბიჭისაა და გოგო მაინც წამსვლელია და მერე კუბოს კართან მისულები ისევ გოგო შვილის მოსავლელები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ თქვენს გოგონა და ვაჟ შვილებს შორის განსხვავება მხოლოდ *ლეა, შესაბამისად, სრულიად ლოგიკურად შეიძლება გეწოდოთ *ლისთაყვანისცმემლები, ან *ლის გიჟები, რაც არც ისე კარგია, ამიტომ, გთხოვთ, მოდით აღარ ვიყოთ.
ასევე გთხოვთ - დაფიქრდეთ...
და გრცხვენოდეთ!!!
პ.ს. ნაკლებად თავაზიანი ტონისთვის უკაცრავად, გოგონას მამა ვარ მეც და ეს მარაზმები ასჯერ უფრო მეტად მტკივა და მჯერა, რომ შეძახილი გაახმობს ხეს და ჩვენც შევცვლით ყველაფერს უკეთესობისკენ".
კომენტარი