სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტში ინგლისის მთავრობას „უუნაროს“ უწოდებენ და დასცინიან (ვიდეო)

მცირეწლოვანი ხულიგნების წინააღმდეგ ბრძოლაში ინგლისის ხელისუფლებისა და პოლიციის უუნარობა სულ უფრო და უფრო მეტად ხდება დასაცინი, განსაკუთრებით - ინტერნეტსივრცეში, - ამის შესახებ BBC იუწყება. ინტერნეტი, ლამისაა, წალეკოს სხვადასხვა ვიდეორგოლებმა და „ფოტოშოპით“ დამონტაჟებულმა ფოტოებმა, სადაც ბლოგერები ღიად დასცინიან ქვეყნის პრემიერსა და პოლიციელებს.

რეკორდული რაოდენობის მნახველი ჰყავს ვიდეოს, სადაც გადაღებულია დევიდ კემერონი და იგი, საკუთარ რეზიდენციასთან მდგარი, მიმართავს ხალხს. და როცა პრემიერი პირობას დებს, რომ მოროდიორები დაუსჯელნი არ დარჩებიან, ხოლო მის ზურგსუკან, დაუნ-სტრიტის მაღაზიდან ერთ-ერთ ასეთ მოროდიორს პლაზმური ტელევიზორი გამოაქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100