ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოქალაქეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა
დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგება აღავლინა. პატრიარქმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ილია მეორემ იმედი გამოთქვა არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით და აღიშნა, რომ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს მან, ვისაც ხალხი ენდობა.
„ჩვენ ველოდებით, რომ ეს არჩევნები გაყალბებული არ იქნება და ხალხი აირჩევს მას, ვინც სურს. მშვიდობა და სიმშვიდე უნდა იყოს შენარჩუნებული და ეს არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან არის უფალი, ზეციური საქართველო და ჩვენი სამშობლო“,- ბრძანა პატრიარქმა.
კომენტარი