სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 წლის გოგო დაიღუპა ქობულეთში ავარიის შედეგად, დაშავებულია 2 წლის ბავშვი და მამა

ტრაგედიით დასრულდა ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც ორი ავტომობილის შეჯადების შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებული 2 წლის ბავშვი და მისი მამა კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მსუბუქად დაშავად მეორე ავტომობილის მძღოლი.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და სამაშველო სამსახურს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. ამ დროისთვის დაშავებული მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100