სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკი: „სახელმწიფომ ტურიზმის პიარისთვის მისგან ქვეყანაში შემოსული თანხის, მინიმუმ, 10% მაინც უნდა დახარჯოს!“

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სარეკლამო აქტივობებს გეგმავს, რომლებიც მოიაზრებენ ტელე, ინტერნეტ, ბეჭდურ რეკლამასა და სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზებას ტურიზმის მეტი პოპულარიზაციისთვის.

ამ აქტივობებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი, დაახლოებით, 2,5 მლნ ლარს შეადგენს. ამ თემაზე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ კომენტარი გააკეთა:

“ეს ძალიან მცირე თანხაა იმისთვის, რომ საქართველოში ეს ძალზე მნიშვნელოვანი სფერო განვითარდეს, შეიქმნას ათიათასობით სამუშაო ადგილი, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი მილიონობით ლარით შეივსოს.

სახელმწიფომ ტურიზმის პიარისთვის მისგან ქვეყანაში შემოსული თანხის, მინიმუმ, 10% მაინც უნდა დახარჯოს!

ამასთან, რეკლამით პროფესიონალები უნდა დაკავდნენ და არა ფსევდოსპეციალისტები. ამისთვის უნდა მოხდეს ტენდერების გამოცხადება და საუკეთესო, მათ შორის, უცხოური კომპანიების შერჩევაც!

ჩემს ინტერვიუებსა და სოციალურ ქსელში უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო პროგრამებიდან! საუბარი ხომ არა მხოლოდ ტურიზმზე, არამედ ჩვენი სამშობლოს ინვესტიციურ მიმზიდველობაზეცაა, რაც ყოველი ოჯახის კეთილდღეობასთან ავტომატურად არის დაკავშირებული!“ - განაცხადა ჩერნოვეცკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100