სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„წინაპართა ნაკვალევზე“ - წინ ტრადიციების შენარჩუნებისთვის!

საერთაშორისო საფინანსო კომპანია Vivus.ge-ს მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი ERTAD.GE 25 მარტს საღამოს 6 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოგიდგენთ დოკუმენტური ფილმსსახელწოდებით: „წინაპართა ნაკვალევზე“.

ფილმი ეძღვნება სვანურ ტრადიციებსა და თქმულებებს, რომლებიც დავიწყების პირასაა და მათ პრაქტიკულად ძველი თაობაღა იცნობს. ფილმში აღნიშნულ ტრადიციებზე საუბრობენ ნამდვილი ადამიანები რეალური ისტორიებით, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს თავად ნამუშევარს.

ფილმზე იმუშავეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაჰილის“ წევრებმა, რომლებიც პროექტ ERTAD.GE-ს აგვისტოს თვის გამარჯვებულები არიან. ექსპედიციის განმავლობაში რომელმაც 2 კვირას გასტანა, მოიცვა როგორც ზემო, ასევე ქვემო სვანეთი.

ფილმი ძირითადად სვანურ ენაზე გახლავთ, რომელსაც დართული აქვს ქართული სუბტიტრები.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ლაჰილი" დაფუძნებულია სვანური ენისა და კულტურის პოპულალიზაციისა და გადარჩენის მიზნით და ეს ახალგაზრდების პირველი სერიოზული ნამუშევარი გახსლავთ.

ფილმის პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან სვანეთის დამსახურებული არტისტები, პოეტები და სხვ.

ფილმის ჩვენების შემდეგ დაგეგმილია დისკუსია.

მისამართი: გუდიაშვილის 7,

1 კორპუსი/კინოს დარბაზი

საკონტაქტო პირი: მარიამ შიხაშვილი პროექტ ERTAD.GE-ს მენეჯერი

მობ: 574 711 441

e-mail: [email protected]

web: www.ertad.ge

Facebook: ERTAD.GE

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100