სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მივედი ძლივს ჯოხით, მერიის თანამშრომელს ვეუბნები ჩემი სადეზინფექციო მაქვს-თქო, არ შემიშვა... ტყუილა მატარა ამდენი და დამასხეს ქლორიანი წყალი" - ქუთაისის ბაზარში ხალხს სადეზინფექციო ხსნარის ნაცვლად ქლორიან წყალს ასხამენ ხელზე

"მივედი ძლივს ჯოხით, მერიის თანამშრომელს ვეუბნები ჩემი სადეზინფექციო მაქვსთქო, არ შემიშვა... ტყუილა მატარა ამდენი და დამასხეს ქლორიანი წყალი" - ქუთაისის ბაზარში ხალხს სადეზინფექციო ხსნარის ნაცვლად ქლორიან წყალს ასხამენ ხელზე. ამის შესახებ დრონი.ჯი-ს ქალბატონი ესაუბრა, რომელიც დღეს იმყოფებოდა ბაზარში.


"ძლივს მივედი ჯოხით ვბაზარში, შესასლლელიდან არ უშვებდნენ ხალხს, შემოუარეთო. მერიის თანამშრომელი აკონტროლებდა სიტუაციას. ვეხვეწე, ჩემი სადეზინფექციო ხსნარი მაქვსთქო, ვაჩვენე კიდეც და არაო, ტავი გაიგიჟა. ერთი კილომეტრი ვიარე, რომ შემომევლო ბაზრისთვის ამ ფეხმტკივანმა ქალმა, ეტკინათ მაგათ გვერდები, ხოდა მივედი და დამასხეს ქლორიანი წყალი.

მომეშალა ნერვები, ამისთვის მატარეთ ამდენი კი მარა, აგერ ხო მქონდა ჩემი სადეზინფექციო-თქო? არც ჩემი გამომაყენებინეთ და არც თქვენ გაქვთ-თქო. გაწითლდნენ, გაყვითლდნენ, არაა ქალბატონო ეს ქლორიანი წყალიო. ახლა ქლორი ვერ გამირჩევია ხსნარისგან, მასწავლიან ისინი.

რომ წამოვედი, ის მერიის თანამშრომელი ისევ დამხვდა შესასვლელთან და კარგად გამოვლანძღე, ეს ჯოხიანი ქალი ქლორის გულიზა მატარე-მეთქი და აიწურა. ესაა სირცხვილი და დაცინვა. ასე უფრთხილდება ჩვენი მერია ქუთაისელებს"- აცხადებს ჩვენთან საუბარში ქალბატონი.


ავტორი:ტაისია ამაშუკელი


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100