სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ დატოვა ქალმა უცხო ადამიანის სახლთან 2 წლის ბავშვი და გაიქცა

ამერიკის შტატ ტექსასში ქალმა 2 წლის ბავშვი უცხო ადამიანის სახლთან მიიყვანა, ზარი დარეკა და გაიქცა - კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

თავიდან პოლიციამ იფიქრა, რომ მცირეწლოვანი საკუთარმა დედამ მიატოვა სხვის ანაბარად, თუმცა გაირკვა, რომ მშობელმა შვილი თავის ახლობელს დაუტოვა ღამით, რადგან საავადმყოფოში უნდა მისულიყო, ამ უკანასკნელმა კი არ მოინდომა ბავშვთან მთელი ღამის გატარება და პირველსავე სახლთან ჩამოსვა ავტომობილიდან.
საბედნიეროდ, ბავშვი არ დაშავებულა, რაც შეეხება ქალს, პოლიციამ მასზე ძებნა უკვე გამოაცხადა, რადგან კანონის თანახმად, ამგვარი ქცევა (ბავშვის საფრთხეში ჩაგდება) მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100