ირაკლი კობახიძემ ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება
ირაკლი კობახიძემ ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება. პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება.
კობახიძემ ვიზიტი რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გააუქმა. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან.
აქციაზე შეკრებილები რუსი დეპუტატის, სერგი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. ისინი ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ.
კომენტარი