სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი: რა თქმა უნდა, გვაღელვებს, განათავსებს თუ არა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს საქართველო

რუსეთის ფედერაცია შეშფოთებულია აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოში განთავსების შესაძლებლობით. - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლ. პუტინმა მედიასაშუალებათა მთავარ რედაქტორებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„დღევანდელი დღის წესრიგში რსთს (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები) აქტუალურად დგას. ჩვენთვის სულაც არაა სულ ერთი, სად გამოჩნდებიან ეს სისტემები - ჩვენს საზღვრებთან ახლოს და მისგან შორს. არც ისაა სულ ერთი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში განთავსდება ეს სისტემები თუ არა“, - თქვა რუსეთის პრემიერმა.

„და რა, ჩვენ იძულებულნი გავხდებით ჩვენი წერტილოვანი დარტყმის სისტემები საქართველოს ტერიტორიას დავუმიზნოთ? წარმოგიდგენიათ, ეს რა საშინელებაა? მაგრამ გვაქვს კი გარანტია, რომ ეს არ მოხდება? სამწუხაროდ, არა. როცა ჩვენ ჩვენს ქართველ კოლეგებთან ვსაუბრობდით, მოდით, ასე ან ასე გავაკეთოთო, ისინი უარს გვეუბნებოდნენ. მეტიც - აი, რა აგრესია გამოავლინეს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში“, - დაამატა მან.

ამასთან, რუსეთის პრემიერს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ „რუსეთი მზადაა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად მოძებნოს გამოსავალი, თუკი მათ ჩვენთან საუბარი სურთ“. პუტინის თქმით, ქართული ოპოზიცია ასეთი დიალოგისთვის მზად არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100