სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის ცენტრში გვიან ღამით სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს

მოსკოვს, ცრემლების გარდა, ეტყობა, არც პროტესტის სჯერა. ბოლო დროს რუსეთის დედაქალაქიდან მიღებული ცნობები კი იმაზე მეტყველებს, რომ არათუ ცრემლების არ სჯერა, თვითონ ემზადება ცრემლების დასადენად მათთვის, ვინც ეურჩება.

„დასცხე შენიანს, სხვას რომ შეეშინდეს“, - ეტყობა, ეს ლოზუნგი კრემლში ჯერაც აქტუალურია. მოსახლეობა და ოპოზიცია 24 დეკემბრის გრანდიოზული მიტინგისთვის ემზადება: მოსახლეობამ ფული შეაგროვა, ხელისუფლებამ - ჯავშანტექნიკა.

როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, 23 დეკემბერს, გვიან ღამით მოსკოვის ცენტრის მიმართულებით სამხედრო კოლონა გადაადგილდებოდა: ჯავშანტექნიკა და სამხედრო-სატვირთო ავტომანქანები, ჯარისკაცებით ბორტზე.

ამხედრო კოლონა გორკის გზატკეცილზე შენიშნეს. „ინტერფაქსი“ აცხადებს, რომ კოლონის გაადგილების შესახებ იფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორ სატვირთო ავტმანქანას, რომელიც კოლონასთან ერთად მოძრაობდა, ხანძარი გაუჩნდა, რამაც 30 კმ-ზე გრძელი საცობი გამოიწვია.

მოსკოვის ცენტრში სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადასროლა მთავარი თემა იყო რუსულ ინტერნეტსივრცეში. რამდენიმე ბლოგერმა დაადასტურა კიდეც, რომ პირადად ნახა მოძრავი სამხედრო კოლონა. თემის განხილვა ამ მასალის გამოქვეყნების დროსაც გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100