სიახლე მაგთის მომხმარებლებისთვის!
კომუნალური სერვისების მართვა დისტანციურად
ის, რაც ყოველთვის გჭირდება:
• ელექტროენერგია
• ბუნებრივი აირი
• წყალმომარაგება
მართე შენი კომუნალური სერვისები და
ნებისმიერ დროს მარტივად გაიგე მომსახურების სტატუსი
შენივე მობილურიდან, კოდით *303# OK
#დარჩიშინ - მაგთიკომი აგრძელებს დისტანციური სერვისების გაფართოებას.
სახლიდან გაუსვლელად უკვე შეგიძლია მიიღო არა მხოლოდ მაგთიკომის, არამედ პარტნიორი ორგანიზაციების სერვისები.
თუ სააბონენტო ნომერზე მითითებულია საკონტაქტო ნომერი, მობილურზე კოდით *303# შესაძლებელია:
• ქვითრის და მიმდინარე ბალანსის ნახვა
• აბონენტის სტატუსის ნახვა - ჩართულია თუ გამორთული და რა მიზეზით
• სერვისის გეგმიური და არაგეგმიური წყვეტების შესახებ ინფორმაციის ნახვა
• აბონენტის საკონტაქტო ნომრის დამატება/წაშლა
*303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელს საქართველოში, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.
მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიების - სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.
კომენტარი