სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლეონიდ ჩერნოვეცკი ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დადებითი ანგარიშის მიღებას"

პოლიტიკური პარტიის "ბედნიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ლეონიდ ჩერნოვეცკი გამოეხმაურა საქართველოს მიერ "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის" დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას. ლეონიდ ჩერნოვეცკი მიიჩნევს, რომ ეს პოზიტიური შეფასება - დიდი წარმატებაა და წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურებას წარმოადგენს.

მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ ევროკავშირის ქვეყნებთან დასაახლოებლად, მიუახლოვდნენ იმ ევროპული ქვეყნების სოციალურ სტანდარტებს, რომლებშიც მოქალაქეებს მაღალი პენსიები და ხელფასები აქვთ!

იმავდროულად, ლეონიდ ჩერნოვეცკი და მისი გუნდი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი გააკეთოს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც საქართველოს აკისრია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადების თანახმად, ასოცირების პროცესი - ხანგრძლივია და არსებობს სფეროები, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის ფუნქციონირების ხარისხი.

"ჩვენ არ უნდა შევიდეთ ევროპულ ოჯახში ღარიბებად და საქართველოს ხელისუფლება დარჩენილი წლის განმავლობაში ვალდებულია გაატაროს კარდინალური რეფორმები ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, პენსიების და დახმარების გაზრდის თვალსაზრისით. საჭიროა ახალი კანონები და ჩვენი პარტია მზადაა წარმოადგინოს გარკვეული კანონპროექტები, რომლებიც უახლოეს წლებში საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100