„საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია“ (GRDC) ბაკურიანი- მიტარბის ტერიტორიაზე მასშტაბურ პროექტს განახორციელებს
08.05.2015„საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია“ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მასშტაბური და გრძელვადიანი პროქტის განხორციელებას იწყებს. პროექტი გულისხმობს ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხ-სეზონური სამთო კორორტის მშენებლობას და განვითარებას. პროექტის განხორციელების ვადები რამდენიმე ფაზად არის დაყოფილი: პირველ ნაწილში - 2017 წლამდე მოხდება „კოხტა გორის“ მიმდებარე ტერიტორიის განვითარება, სადაც განთავსდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - ოთხ-ვარსკვლავიანი სასტუმრო, აპარტჰოტელები, შალეები და გასართობი ობიექტები.
სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კერძო და საზოგადოებრივი სექტორის თანამშრომლობით, მხოლოდ პირველი ფაზაზე განხროციელებული ინვესტიცია 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს მთის კორორტების მართვის კომპანიის მიერ განხორციელდება საბაგირო ლიფტების ინსტალაცია და ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო “ საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია” (GRDC) უძრავი ქონების დეველოპმენტის ნაწილს დააფინანსებს.
პროექტის მეორე ეტაპზე მომზადდება მიტარბის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, რაც კურორტის 10-15 წლიანი განვითარების დეტალურ კონცეფციას განსაზღვრავს. გეგმის მომზადებაში წამყვანი საერთაშორისო კომპანიები მიღებენ მონაწილეობას და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. 2016 წელს დაგეგმილია „კოხტა 2/მიტარბის“ საბაგიროების დამონტაჟება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამუშაოების დაწყება. მეორე ფაზაზე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა სავარაუდოდ 30 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ დეველოპმენტის განხორცილება მოხდება მკაცრად განსაზრული სტანდარტების და ნორმების შესაბამისად, რაც საშუალებას მოგვცემს ამ რეგიონის უნიკალური ბუნებრივი რესურსების მიზანმიმართული და სწორი გამოყენებით შევქმნათ კავკასიაში საუკეთესო მთის კურორტი.
„ბაკურიანი-მიტარბის კურორტის განვითარების გრძელვადიანი, უნიკალური პროექტის განხორციელებით მიზნად ვისახავთ საქართველოში მსოფლიო დონის ოთხ-სეზონური მთის კორორტის შექმნას, რომელიც დახვეწილი დიზაინით, საუკეთესო სერვისით და ინფრასტრუქტურით იქნება გამორჩეული. ეს პროექტი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის ერთერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია, დარწმუნებული ვარ, იგი მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის და ზოგადად ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.“ აცხადებს კომპანია „ჯიარდისის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე
„საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია“ (GRDC) 2004 წელს კერძო ინვესტორებმა, ბობ მეიერმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს. იგი აერთიანებს კერძო ინვესტორებს დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და საქართველოდან. კომპანიამ თავისი არსებობის ნაძილზე საქართველოში წარმატებით განახორციელა 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია და შექმნა მნიშვნელოვანი უძრავი ქონების პორტფელი. კომპანია აგრძლებს დაწყებული პროექტების რეალიზაციას რომელთა არეალი მოიცავს სავაჭრო ცენტრების, მაღალი კლასის სასტურმო და საცხოვრებელი კომპლექსების დეველოპმენტს.
კომენტარი