როგორ ცხოვრობს ბარაკ ობამას ძმა (ფოტო)
ბარაკ ჰუსეინ ობამას ნახევარძმას ჯორჯ ჰუსეინი ქვია. სურათებიდან კი ჩანს, რომ ახლობლების დახმარება ამერიკელებს არც თუ ისე ძალიან სიამოვნებთ.
კენია, ქალაქი ლაჩუგა - ეს არის ადგილი, სადაც ობამას ძმა ცხოვრობს.
ჯორჯი კენიაში დაიბადა, მან საკუთარი ქვეყნის დატოვება არ ისურვა და იგი ამ დროისათვის ერთოთახიან სახლში ცხოვრობს. იგი გარშემომყოფებისგან არაფრით არ გამოირჩევა. უჭირს ისევე, როგორც ნებისმიერს აღნისშნულ ქვეყანაში.
ძმები გარეგნულად ერთმანეთს საკმაოდ გვანან. თუმცა, ბარაკ ობამას შედარებით ღია ფერის კანი აქვს, ეს კი იმით არის განპირობებული, რომ მისი დედა, ენ დანჰენი თეთრკანიანი იყო.
ჯორჯ ობამა საკუთარ გვარს ვერ იტანს. იგი რამდენიმე თვის წინ დათანხმდა მონაწილეობა მიეღო დოკუმენტურ ფილმში, რომლის მეშვეობითაც ავტორი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ძალიან აკრიტიკებს. სანაცვლოდ ჯორჯმა სერიოზული ჰონორარიც მიიღო.
კომენტარი