მოსწავლეთა მარგალიტები 2012 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე
ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა გამოცდებიდან, მაგრამ სოციალურ ქსელებში, ტრადიციისამებრ, უკვე ქვეყნდება მოსწავლეთა „მარგალიტებად“ წოდებული ციტატები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ნაკრებს.
„დავით გურამიშვილს შვილი არ ეყოლა და თავისი ლექსების მამა გახდა“- მე-9 კლასი
„ამირანს დღემდე ყოველდღე სტუმრობს არწივი და ზედ აჯდება” -მე-9 კლასი
„ჩვენმა ერმა ორი ათასი წელი იცხოვრა და ბევრი უვარგისი ქვებიც ჩადო წარსულის ძირში“- მე-10 კლასი
„ლუარსაბ თათქარიძე მრგვალად და დარბაისლურად იყო გასუქებული“ -მე-8 კლასი
„ონისეს და ძიძას კოცნის გამო სოფელში თოფი გავარდა“- მე-8 კლასი
„თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში“ – მე-5 კლასი
„შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა“ – მე-5 კლასი
„არავინ იცის საიდან ჩასახლდა მარიტასთან ისეთი სილამაზე, რომელიც ჯერ არავის ენახა. ისიც გაურკვეველია სად ქრება ლამაზი ქალი“ – მე-7 კლასი
„გალაქტიონ ტაბიძეს ეგონა, რომ ფრთები ჰქონდა. ამიტომაც ფანჯრიდან გადახტა. მანამდე კი ლექსად დაწერა ფრთები მააქვსო“ -მე-8 კლასი
„პოლიტიკოსები ნამდვილად ბაყაყებივით ყიყინებენ და ილანძღებიან”- მე-6 კლასი
„ომი ქვეყნებს სიმწრითა და სირცხვილით ავსებს და ბომბავს“ -მე-7 კლასი
„ხალხურმა პოეზიამ საუკუნეები იარა და ჩვენამდე ძლივს მოაღწია“ -მე-8 კლასი
“ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა“ -მე-9 კლასი
„ვეფხისტყაოსანმა“ უამრავ საუკუნეებს გაუძლო და ისე მოაღწია ჩვენამდე. სამაგიეროდ იქ ისეთი ამბებია მოთხრობილი, ახლა ვერაფერშიც ვერ გამოგვადგება. ტარიელი ჩემს ნაცნობ ბიჭს ქვია, მაგრამ არც ვაჟკაცურია და არც სიყვარული შეუძლია ნესტან-დარეჯანივით“ - მე-9 კლასი
„ჩემი ოცნებაა, გავხდე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი და ბარსელონაში ვითამაშო“- მე-6 კლასი
„დავით გურამიშვიოლს სწავლის სიმწარე მშობიარობა ჰგონია, საიდანაც ვაზის ყურძენი უნდა დაიბადოს“- მე-6 კლასი
„ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო“- მე-9 კლასი
„ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები“- მე-8 კლასი
„ჯოყოლამ ზვიადაური რომ დაინახა, უნდა ესროლა, მაგრამ უცბად გაახსენდა, შეიძლება მასპინძელი ვარო და გამოელაპარაკა“ - მე-10 კლასი
„ლადო ასათიანს ღმერთმა ოცნებიანი ლექსების წერა დაავალა“- მე-7 კლასი
„ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო“ - მე-9 კლასი
„ბუნება რა თვისებითაც დაგასაჩუქრებს, ის უნდა შეინარჩუნო, თორემ სხვების მონა გახდები“ - მე-10 კლასი
„ლადო ასათიანმა კრწანისში საფლავთან მუხლის მოდრეკის ტრადიცია დაამკვიდრა“- მე-5 კლასი
„ვაჟკაცმა უკან არ უნდა დაიხიოს, თორემ მისი მეორე თაობის ვაჟკაცები დაწყევლიან და გაამათრახებენ“ - მე-6 კლასი
„რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა“ - მე-8 კლასი
„ილია ჭავჭავაძეში ყველა ქართველის გენოილოგია გაერთიანდა და ერთად უტევდა მტერს“- მე-6 კლასი
„ყველა ერთი ადამიანებისგან შედგება. განსხვავება მხოლოდ ფერში და სუნშია“- მე-10კლასი
„ქართველებს დედა ისე უყვართ, რკინასაც კი დედაბოძს ეძახიან“- მე-5 კლასი
„გალაქტიონი ისეთი დიდი პოეტი იყო, ლექსებს წინიდანაც წერდა და უკნიდანაც. როგორც არ უნდა წაიკითხო მისი ნაწერი, მაინც ლექსია და რომანს არ ჰგავს“ - მე-8 კლასი
„ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონდა, სულაც არ გაბრაზებულა“- მე-6 კლასი
„პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული“ – მე-8 კლასი
„აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა“ – მე-5 კლასი
„აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ” – მე-5 კლასი
„ჯობია ადამიანმა უკან იაროს და წინ გაინათოს, ვიდრე მიდიოდეს და უკან მისდევდეს ლამპარიო. უთხრა ბრძენმა შვილმა მეფეს და გააოცა“ – მე-6 კლასი
„ღმერთმა დასწყევლა კაენის მოდგმა. უთხრა, რომ სულ იმუშავებდა და მაინც მშიერი იქნებოდა. კაენს რომ თავისი ძმა არ მოეკლა, ჩვენც არასოდეს მოგვშივდებოდა!“ – მე-10 კლასი
„ჩარლი ჩაპლინი მუდამ ცდილობდა ანგელოზი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ადამიანი გამოდგა“ – მე-6 კლასი
„ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა“ – მე-7კლასი
„ლექსები ჯერ პოეტურად ჩაიხატებიან, მერე უძრავ სურათებად იქცევიან და ბოლოს დინამიკურად მოძრაობენ“,- მე-6 კლასი
„ჯულიეტა შეიძლება სხვებისთვის ლამაზი სულად არ იყო, მაგრამ რომეოსთვის აჩირაღდნებდა“ - მე-8 კლასი
კომენტარი