კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის დააჯარიმეს
კახეთში პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 9 პირი დააჯარიმა.
შემთხვევა დღეს, საღამოს 9 საათის შემდეგ მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. პოლიციამ დააჯარიმა ახალგაზრდა მამაკაცი და მისი 8 მეგობარი, რომლებიც სოფელში გოგონას ხელის სათხოვნელად მივიდნენ.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ახალგაზრდა ბიჭმა მეგობრების დახმარებით, სოფლის სტადიონზე გულის ფორმის კოცონი აანთო და ასე აპირებდა ხელის თხოვნას, თუმცა სამართალდამცველებმა ყველა მათგანი დაჯარიმეს ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარით.
წყარო: AMBEBI.GE
კომენტარი