სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენი ადამიანი მოკლა „რედ ბულმა“?

ვითომდა უვნებელი „გამაჯანსაღებელი“ ენერგეტიკული სასმელი „რედ ბული“ დიდ საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სუპერმარკეტში ან მაღაზიაში ყველანაირი ნებართვის გარეშე.

„გამაჯანსაღებელი“ სასმელის ხშირი მომხმარებლები კი ხდებიან ძირითადად სტუდენტები, გადატვირთულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლები, სპორტსმენები, დაღლილი მძღოლები და ღამის კლუბების ხშირი სტუმრები, ერთი სიტყვით, ყველა ის ადამიანი, ვინც გადაღლილია და „გაჯანსაღება“ სურს.

სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ სწორედ გადაღლილობისა და სტრესის პერიოდში ენერგეტიკულმა სასმელმა „რედ ბულმა“ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, მწარმოებლები არ თვლიან თავის მოვალეობად გააფრთხილონ ადამიანები ენერგეტიკული სასმელის პოტენციური საშიშროების შესახებ.

„გამაჯანსაღებელი“ სასმელის მომხმარებლებმა არც ის იციან, რომ მისი მიღება სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, ასევე გადაღლილობისა და სტრესის დროს სასტიკად აკძალულია. მსოფლიოში უკვე უამრავი ადამიანი გახდა „რედ ბულის“ მსხვერპლი.

კონკრეტული მაგალითების მიხედვით, მაგალითად ორი ახალგაზრდა სწორედ მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „რედ ბულისა“ და არყისგან მომზადებული კოქტეილი მიიღო, ამასთან ერთ-ერთი მათგანი სასმელის მიღებამდე სატრენაჟორო დარბაზში იმყოფებოდა. „გამაჯანსაღებელი“ სასმელის მხვერპლი ასევე 31 წლის ქალბატონი გახდა, რომელსაც მისი მიღების შემდეგ გული გაუჩერდა. საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა 18 წლის კალათბურთელიც, რომელმაც თამაშის დაწყებამდე 4 ბოთლი „რედ ბული“ მიიღო.

მეცნიერები იუწყებიან იმის შესახებ, რომ ავსტრალიური ენერგეტიკული სასმელი „რედ ბული“ ჯანმრთელობისთვის საშიშია.

როგორც ირკვევა, „რედ ბულის“ დალევის შემდეგ მხოლოდ ფრთებს არ ისხამს ადამიანი, არამედ ინფარქტის საშიშროების წინაშეც დგება. ენერგეტიკული სასმელის მხოლოდ ერთმა ბოთლმა შესაძლოა, გულის კუნთის ხშირი კუმშვა, ზოგიერთ შემთხვევაში კი გულის არითმია გამოიწვიოს, რაც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელი სიკვდილის მომტანია. ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პოპულარულმა ენერგეტიკულმა სასმელმა „რედ ბულმა“ მომხმარებლებში შესაძლოა ინსულტი და ინფარქტი გამოიწვიოს.

მისი მიღების შემდეგ ადამიანის სისხლი მეტად შედედებული ხდება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის სისხლ-ძარღვებში. მკვლევარმა სკოტი ვილობაიამ კვლევით ჯგუფთან ერთად სისხლის ანალიზი აუღო 30 ადამიანს „რედ ბულის“ 250 მილილიტრიანი ბოთლის მიღებამდე ერთი საათით ადრე და მიღებიდან ერთი საათის შემდეგ.

ერთი საათის შემდეგ, როგორც კი სრულიად ჯანმრთელმა კვლევის ობიექტებმა მიიღეს ენერგეტიკული სასმელი „რედ ბული“, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულით დაავადებული ადამიანების მდგომარეობას უტოლდებოდა, – აღნიშნა მეცნიერმა სკოტი ვილობაიამ. მისივე თქმით, სტრესისა და გადაღლილობის დროს ენერგეტიკულმა სასმელმა შესაძლოა ადამიანი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს.

„რედ ბულის“ დალევისას თითქმის არავის უჩნდება სურვილი წაიკითხოს მისი შემადგენლობა, ვინაიდან, რომც წაიკითხოს, შესაძლოა მაინც ვერ მიხვდეს შესაძლო საფრთხის შესახებ. პროდუქტი შედგება წყლისგან, შაქრისგან, გლუკოზისგან, ტაურინისგან, ლიმონის მჟავისგან, კოფეინისგან, გლუკურინილაკტონისგან, ინიზიტისგან, ანტიოქსიდანტისგან, სხვადასხვა არომატიზირებული ნივთიერებისგან, საღებავისა და ვიტამინებისაგან.

სწორედ სინთეტიკური კოფეინის, ტაურინისა და გლუკურინილაკტონის შემცველობაზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება. 250 მილილიტრიან ენერგეტიკულ სასმელ „რედ ბულში“ 80 მილიგრამი კოფეინია, რაც ნორმაზე მეტია. მართალია, მცირე დოზებში კოფეინი სტიმულირებად ეფექტს ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, თუმცა დიდ დოზებში იწვევს ნერვული უჯრედების განადგურებას. მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე 3-დან 5 საათამდე გრძელდება, რის შედეგადაც ორგანიზმი სრულიად დაცლილია ენერგიისაგან და დასვენებას საჭიროებს.

გარდა ამისა, კოფეინი შეჩვევას იწვევს და ხშირი მოხმარებისას იწვევს ფსიქიკურ აღგზნებას, ნერვოზულობასა და დეპრესიას. განსაკუთრებულად საშიშია ახალგაზრდა ორგანიზმისთვის გლუკოზისა და კოფეინის კომბინაცია „რედ ბულში“. რაც შეეხება ტაურინს, ისიც აჭარბებს ნორმებს, ხოლო „რედ ბულის“ ორ ბოთლში გლუკურონოლაკტონის შემცველობა 500-ჯერ აღემატება ერთი დღის ნორმას. შეგახსენებთ, რომ ნივთიერება გლუკურონოლაკტონი აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და იგი ძალზე საშიში (ძლიერი) ქიმიკატია, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ვიეტნამში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის გამოიყენებოდა ბრძოლის უნარიანობის ამაღლების მიზნით. აღნიშნული პრეპარატი გამანადგურებელ ეფექტს ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ამ საშიშ ნივთიერებას ღებულობდნენ, თავის ტვინის კიბო და პროგრესირებადი ღვიძლის ცეროზი აღმოაჩნდათ.

ენერგეტიკული სასმელი „რედ ბული“ ოფიციალურად აკრძალეს საფრანგეთში, ურუგვაში, დანიასა და ნორვეგიაში სწორედ იმ შესაძლო რისკების გამო, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
სწორედ დანიამ და საფრანგეთმა უწოდა „რედ ბულს“ „სასიკვდილო კოქტეილი“. „რედ ბული“ განსაკუთრებით არარეკომენდებულია ფეხმძიმე ქალბატონებისთვის, ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ჰიპერტონიით, გლაუკომით, დაავადებულებისთვის, სისხლძარღვების, უძილობის, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

„დრონი.ჯი“ ობიექტურობისთვის დაუკავშირდა „რედ ბულის“ წარმომადგენელს ამიერკავკასიაში, მუხრან ბერიძეს... გთავაზობთ საუბრის ჩანაწერს...

„დრონი.ჯი“: ბატონო მუხრან, ინტერნეტით მოვიძიეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც „რედ ბულს“ საფრანგეთში უწოდეს „სასიკვდილო კოქტეილი“, რადგან ამ ქვეყანაში „რებ ბულის“ საშუალებით ადამიანების გარდაცვალების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა...

მუხრან ბერიძე: ამ საკითხზე ზეპირად ვერ გიპასუხებთ. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

– ინტერნეტით მოვიძიეთ.
..

– ზუსტად იცით, რომ მართლა მოხდა ასეთი რამ?

– დიახ, ოფიციალური ინფორმაციაა.

– „რედ ბული“ ყველგან იყიდება და ასეთი საშიში რომ იყოს, ეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი იქნებოდა.

– ბატონო მუხრან, თუ ამ სტრუქტურამ „რედ ბულის“ საშიშროების შესახებ ჯერ კიდევ არ იცის, ვიმედოვნებთ, რომ ამას „დრონი.ჯი“-ს საშუალებით შეიტყობს. და კიდევ: ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, 30 ადამიანს აუღეს სისხლის ანალიზი „რედ ბულის“ მიღებამდე და მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა „რედ ბულის“ მიღების შემდეგ გაუტოლდა გულით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

– ამის შესახებ არაფერი ვიცი, უცნაურია“...

პ.ს: მართალია, მუხრან ბერიძეს ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები უცნაურად ეჩვენება, თუმცა ფაქტია, რომ ე.წ. ენერგეტიკული სასმელი „რედ ბული“ იგივეა, რაც „სასიკვდილო განაჩენი“, იმ განსხვავებით, რომ ადამიანი „რედ ბულის“ შემთხვევაში „სასიკვდილო განაჩენში“ ფულს იხდის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100