სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკვატორულ გვინეაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა - ინციდენტის შედეგად, 615 ადამიანი დაშავდა

ეკვატორულ გვინეაში სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინციდენტის შედეგად, 615 ადამიანი დაშავდა. აქედან 299 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.

ინციდენტი 7 მარტს, ქალაქ ბატაში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე მოხდა. ეკვატორული გვინეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ბაზაზე აფეთქება დაუდევრობის ბრალია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100