"ბოლოს როდის გივლიათ სახლში შიშველს მარტო" - მარი ნაკანმა ქართველი კაცის ნუდი გადაიღო (ფოტო)
ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა ქართველ კაცს ნუდი გადაუღო და ფოტოც გამოაქვეყნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
"კაცის სხეულზე რას იტყვით?
გაჩნდა თქვენში სურვილი, რომ მოაახლოვოთ სურათი?
დაიწყეთ დეტალების თვალიერება?
შემოვიდა ტკბობის მომენტი?
გაგახსენდათ ცნობილი ქანდაკებები?
არის თქვენში პოეზია?
რამდენად ხშირად უყურებთ მხატვრულ ფილმებს.
რამდენად ხშირად გინდებათ დაუკრიფოთ ყვავილები საყვარელ ადამიანს და სპონტანურად მიართვათ.
ბოლოს როდის ჩაგეძინათ წიგნით ხელში.
როდის იტირეთ კინოს ფინალზე.
მითხარით , რომ ჩემნაირები ხართ და თქვენც გიჟდებით სილამაზეზე.
მითხარით რომ მოგწონთ ეს ფოტო და არ მიგაჩნიათ “ავადმყოფობად”
მომეცით საფორთი და მაგრძნობინეთ რომ მარტო არ ვარ.
ნუთუ მშვენიერი არარის ახლა ეს ბიჭი.
მისი სიჩუმე, მისი პაუზა, მისი მყარი დგომა და სიძლიერე.
ბოლოს როდის გივლიათ სახლში შიშველს მარტო.
როდის ჩაგირთავთ კლასიკური მუსიკა ხმამაღლა, როდის მოწრუპეთ ღვინო და მიხვდით რომ არსად გეჩქარებათ.
როდის გქონიათ მომენტით ტკბობა?
ბავშვები ? დაგყავთ ისინი მუზეუმებში? გამოფენებზე?
ასწავლით რომ სიშიშვლე არარის ბოროტება?
ასწავლით რომ ეს ბუნების ნაწილია , რომ ადამიანის სხეული მშვენიერია, რომ სექსი ეს არის სიყვარულის ფორმა საიდანაც ჩნდებიან ადამიანები?
უქმნით თქვენს შვილებს იმ გარემოს , რომ უყვარდეთ ხელოვნება? დაგყავთ სიმფონიური ორკესტრის ცოცხალ კონცერტებზე? ბუნებაში? უკითხავთ ძილის წინ მითოლოგიას? ლექსებს?
რაარის თქვენი შვილის სულიერი საკვები? თქვენი?
სპექტაკლებზე დაგყავთ ისინი? ბალეტზე? უყვებით როგორ შეიქმნა პირველი ნახატები გამოქვაბულში? აყვარებთ სამყაროს?
ვიმედოვნებ და მჯერა, რომ უმეტესობის პასუხი იქნება კი . ყველას სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და ნაკლებად აგრესიულ გარემოს". - წერს ფოტოგრაფი.
კომენტარი