სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფო შამანიდი - “აღმოჩენილი” ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა!

“აღმოჩენილი” ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა! - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სოციალური ქსელის საშუალებით “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სოფო შამანიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლას. გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრის დროს რიგ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაშია და მმართველმა გუნდმა უნდა მოაგვაროს.

სოფო შამანიდის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს, მისი გამოსვლა კი მხოლოდ დაპირებაა, რადგან, შესაძლოა, ქართული ოცნება უბრალოდ ვერ აგვარებს ამ პრობლემებს და არ აქვთ პრობლემების მოგვარების გზები.

“აღმოჩენილი” ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა!

“ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს - დღეს პრემიერმა გახარიამ ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატი, მრავალჭირვარამ (ბოდიში, პარტია) ნახული ანზორ ბოლქვაძე წარადგინა და ტრადიციისამებრ, ისაუბრა იმაზე, რომ “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”.

პრემიერმა აქვე დასძინა, რომ პრობლემები ისევ არსებობს და რომ “ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს პრობლემები დღეს აღმოვაჩინეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წლებია, ამ პრობლემებზე ვმუშაობთო”.
დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თურმე პრემიერმა ამ პრობლემების შესახებ იცოდა და “დღეს არ აღმოუჩენია”. ასევე ისიც შევიტყვეთ, რომ “ქართული ოცნება” 8 წლის განმავლობაში ამ პრობლემებს სწავლობს, აანალიზებს, ფიქრობს მათი მოგვარების გზებზე, შემდეგ “იმ კაცს” უთანხმებს, შემდეგ ისევ აანალიზებს, ისევ ფიქრობს, მერე საბიუჯეტო წელი გადის და ვერ ათვისებულ თანხას (შესაბამისად, არ გაკეთებულ საქმეს) უკან, ბიუჯეტში აბრუნებს.

ძვირფასო პრემიერო, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ უბრალოდ ვერ აგვარებთ ამ პრობლემებს, უბრალოდ არ გაქვთ პრობლემების მოგვარების გზები, არ იცით და მორჩა. ჰოდა, გაეშვით. მერწმუნეთ, ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც ნამდვილად იცის, როგორ აკეთოს საქმე! - წერს შამანიდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100