სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიკავკაზში პოლიციელებს ოსი მკითხავი–გამომძიებლები ეხმარებიან (ვიდეო)

ალბათ, ყველას თუ არა, უმრავლესობას გახსოვთ: ერთ–ერთ ქართულ ტელეარხზე სერიალი „მედიუმი“ გადიოდა, სადაც აღწერილი იყო, როგორ იყენებენ ქალი–მედიუმის დახმარებას ადგილობრივი სამართალდამცველები და როგორ შეეძლო სერიალის გმირს გასაუბრებოდა გარდაცვლილებს, ზმანებოდა მკვლელობის დეტალები, წინასწარ განეჭვრიტა, სად შეიძლებოდა მომხდარიყო ესა თუ ის კრიმინალური შემთხვევა და ასე შემდეგ.

როგორც ჩანს, ამერიკელებმა ჯერ არ იციან, თორემ აუცილებლად ცავიდოდნენ ვლადიკავკაზში და ოსი პოლიციელების ახალი ექსპერიმენტის მიხედვით, ახალ სერიალს თუ ვერა, კაი ბარაქიან სიუჟეტს მაინც მოამზადებდნენ.

საქმე ის გახლავთ, რომ ვლადიკავკაზში ძალაში შევიდა ექსპერიმენტი, რომელიც პოლიციელებისა და მკითხავის უიშვიათეს კავშირზეა დაფუძნებული. საკმარისია, პოლიციას მოუნდეს რომელიმე გატაცებული მანქანის მოძებნა და „გაიჭედოს“, რომ მაშინვე ურეკავენ მკითხავს და სანამ ის გზაშია, ქაფქაფა ყავას უდუღებენ და ახვედრებენ.

დანარჩენი კი, როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს, არაქართული სიტყვა „მუღამის“ ამბავია. არ გეგონოთ, რომ ექსპერიმენტი უშედეგოა: მკითხავმა რამდენჯერმე ჩაიხედა ყავაში და ერთხელ მოპარული, გაზიმზიმებული „ვოლგა“ იპოვა, მეორედ კი – ალიმენტის ურჩ გადამხდელს მიაგნო. ექსპერიმენტით ტელეარხი „როსია“ აღფრთოვანდა და მის შესახებ სრულიად რუსეთს ამცნო. ექსპერიმენტი გრძელდება და, სავარაუდოდ, სულ მალე რუსეთის საგამოძიებო ორგანოებში, ალბათ, ახალ შტატს დაუშვებენ: „მკითხავი–გამომძიებელი“...

ვიდეო: სიუჟეტი ტელეარხ „როსიაზე“:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100