სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გადაიფიქრა პატრიარქმა 2009 წლის 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე მისვლა?

Wikileaks-ის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 2009 წლის 26 მაისის აქციაზე მისვლას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება ეროვნულ სტადიონზე მყოფთა მიერ გიორგი გაჩეჩილაძის მესიად აღქმის გამო შეცვალა.

ამის შესახებ სკანდალური საიტის მორიგ საიდუმლო მასალაშია საუბარი, რომელიც 2009 წლის 25 ივნისით თარიღდება და საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ტეფტისა და სასჯელაღსრულების იმჟამინდელი მინისტრის დიმიტრი შაშკინის საუბრის შინაარსს ასახავს.

"როგორც ტეფტთან საუბრისას შაშკინმა განაცხადა, 2009 წლის 26 მაისის აქციას იგი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად ადევნებდა თვალს. მათ საპატრიარქოდან წყარომ შეატყობინა, რომ პატრიარქი აქციაზე მისვლას გეგმავდა. ყველა მაშინვე მიხვდა მსგავსი სტუმრის მნიშვნელობას, მაგრამ იცოდნენ, რომ პატრიარქის გადარწმუნების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შაშკინის თქმით, როცა გიორგი გაჩეჩილაძეს ("უცნობს") სტადიონზე, როგორც მესიას, ისე დახვდნენ, პატრიარქი გაბრაზდა და ამის გამო ქადაგების დროს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელიც ფართო საზოგადოებამ არასაპარლამენტო ოპოზიციის დაგმობად და სააკაშვილის მხარდაჭერად აღიქვა" - ვკითხულობთ მასალაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100