სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისას მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გუშინ, გვაინ ღამით ბენზინგასამართი სადგური დაყაჩაღეს. წაღებულია 1000 ლარამდე თანხა. შემთხვევის დროს დაიჭრა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა. მას ცივი იარაღით თავის და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის.
კომენტარი