
ასაფეთქებელი რომ გასკდა, იქვე მოუვიდათ ბავშვებს თითების ამპუტაცია - იაშვილში 4 მოზარდი იმყოფება
იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 4 მოზარდი იმყოფება, რომელთაც ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის აფეთქების შემდეგ კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგის, პროფესორ ბიძინა კანაშვილის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ თითის დაკარგვა ადგილზევე გამოიწვია.
"ჩვენს კლინიკაში არის 4 ბავშვი, ოთხივე მათგანი არის კიდურის მძიმე დაზიანებით, ამიტომ მოხდა მათი დაყოვნება. რაც შეეხება 2 ბავშვს, აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები და უკვე გაწერილები არიან კლინიკიდან. ამ 4 ბავშვიდან 4-ივეს ადგილზევე მოუვიდა ეს ამპუტაცია, ასაფეთქებელი მოწყობილობა რომ გასკდა, იქვე მოხდა თითის ამპუტაცია,"- აცხადებს ბიძინა კანაშვილი
კომენტარი