
8 დაშავებული, მათ შორის ორი მცირეწლოვანი - ავარია ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე
ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე.ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
კომენტარი