
ავტოსაგზაო შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე - დაშავებულია ოთხი ადამიანი
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი